ოპოზიცია მმართველ გუნდს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობაში ადანაშაულებს

შაბათი, 23 მარტი, 2013 - 12:27

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი მეორე მოსმენით მიიღო. პროექტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვს არამოსამართლე წევრს პარლამენტი საზოგადოების წარმომადგენლებისაგან აირჩევს.

 საბჭოს მოსამართლე წევრებისა და მდივნის არჩევას მოსამართლეთა კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენის გარეშე მოახდენს.

საპარლამენტო უმცირესობისათვის, რომელიც კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა მიუღებელია. მათთვის ასევე მიუღებელია იუსტიციის საბჭოში ექვსი არამოსამართლე წევრის არჩევის წესი.

უმცირესობაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს და უარს ამბობს პარლამენტის მხრიდან დასამტკიცებელ პირთა  გაზრდაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42