ოქროს 7 წესის დაცვით, ონკოლოგიური და სისხლძარღვების დაავადებების თავიდან აცილება შესაძლებელია

შაბათი, 23 მარტი, 2013 - 12:18

ჩიკაგოს ჩრდილო-დასავლურ უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს ოქროს შვიდი წესი, რომელიც დაგეხმარებათ ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვროთ. მკვლევარების თქმით, ამ წესების გათვალისწინებით თავიდან აიცილებთ ონკოლოგიურ და სისხლძარღვების დაავადებებს.

1.ფიზიკური აქტივობა - მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ დღეში ოთხ საათამდე ჯდომა ძალიან ვნებს ორგანიზმს და იწვევს ქრონიკულ დაავადებებს. კონკრეტულად კი - ზრდის დიაბეტისა და ნაადრევი სიკვდილის რისკებს. ამიტომ, იმოძრავეთ რაც შეიძლება მეტი.

2. თქვით უარი სიგარეტზე!- არასდროს არაა გვიანი ცხოვრების თავიდან დაწყება, ამიტომ, თქვენი ჯანმრთელობისთვის, ჯობს ერთხელ და სამუდამოდ თქვათ უარი სიგარეტზე. დამტკიცებულია, რომ იმათთვისაც კი, ვინც წლების განმავლობაში იყო აქტიური მწეველი, სიგარეტზე უარის თქმის შემთხვევაში 40%-ით იკლებს გულის დაავადებების რისკი.

3. გააკონტროლეთ შაქრის დონე სისხლში! - შაქრის დონის მომატება იწვევს დიაბეტს, რომელსაც შემდგომ შეიძლება ფატალური შედეგები მოყვეს, როგორიცაა დაბრმავება, თირკმელებისა და ნერვული სისტემის დაზიანება.

4. მუდამ კონტროლის ქვეშ გქონდეს თქვენი წონა!- სწორი მასის ინდექსის შენარჩუნებით თქვენ გაიხანგრძლივებთ სიცოცხლეს. ამის უტყუარი მაგალითია სტატისტიკური მონაცემები.

5. სისტემატიურად შეიმოწმეთ არტერიული წნევა - ჰიპერტონიის დროს, გული ვერ უმკლავდება სისხლის ნაკადს, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებლებში, მწეველების შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს.

6. ჯანსაღი დიეტა - ხმელთაშუა ზღვის დიეტა, როგორც მეცნიერებმა დაამტკიცეს, ადამიანს 3 წლით უხანგრძლივებს სიცოცხლეს. ასევე ინფარქტის, ინსულტისა და ნაადრევი სიკვდილის რისკებს ამცირებს.

7. გააკოტროლეთ ქოლესტერინის დონე! ქოლესტერინის დონის მატება იწვევს არტერიების ამოვსებას, რაც არის ინფარქტის წინა პირობაა. გააკონტროლეტ ის და საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ წამლები ქოლეტერინის დონის დასაწევად.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42