ჩოჩელების ბიზნესჯგუფის კომპანიები ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს პასუხობენ

შაბათი, 23 მარტი, 2013 - 12:30

ჩოჩელების ბიზნესჯგუფის კომპანიები ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებას პასუხობს, სადაც აცხადებენ, რომ მინისტრი  ჯგუფის მიმართ აგრესიული განცხადებებით და ქმედებებით გამოირჩევა და ჯგუფში შემავალ არც ერთ კომპანიას არასოდეს არ უსარგებლია საგადასახადო შეღავათებით, ჩვენ ყოველთვის პატიოსნად ვიხდიდით გადასახადებს.

"ბატონი ნოდარ ხადური, დღიდან ფინანსთა მინისტრად დანიშვნისა, გამოირჩევა ჩვენი ჯგუფის მიმართ აგრესიული განცხადებებით და ქმედებებით. მისმა უწყებამ შპს „ბარამბოს“ შეუწყვიტა ხელშეკრულება, რომელიც იყო დადებული საჯარო ტენდერში გამარჯვების შედეგად. იგივე შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა ამ კომპანიის ყველა აქტივისთვის (მათ შორის საბანკო ანგარიშები, მზა პროდუქცია და ნედლეული) დაედოთ ყადაღა, რაც ცხადია რომ საწარმოს პარალიზებას გამოიწვევდა(სასამართლომ ეს მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა). მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ჩვენი კომპანიები მასშტაბებით არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში გამორჩეულები არიან და წარმოადგენენ მსხვილ საგადასახადო გადამხდელებს, ფინანსთა მინისტრი არ დაინტერესებულა ჩვენი საქმიანობით, არ უნახავს ჩვენი წარმოებები.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენს არც ერთ კომპანიას არასოდეს არ უსარგებლია საგადასახადო შეღავათებით, ჩვენ ყოველთვის პატიოსნად ვიხდიდით გადასახადებს და არ ვყოფილვართ მინისტრის მიერ ნახსენებ ე.წ. „საგადასახადო ოაზისში“. ყურადღება მისაქცევია ის ფაქტიც, რომ „ბარამბო“, „მიქსორი“ და „ზედაზენი“ ფუნქციონირებენ უკიდურესად კონკურენტულ ბაზრის სეგმენტებში და მათ არც ამ კუთხით არ უსარგებლიათ არანაირი სახელმწიფო მხარდაჭერით.

რაც შეეხება რკინაბეტონის შპალის ქარხანას, სადაც ამ მომენტში შემოსავლების სამსახური იმყოფება შემოწმებაზე, კერძო მფლობელობაში გადასვლის დღიდან (2010 წლის სექტემბერი) გადახდილი აქვს 22 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ წინა წელს ჩატარებული გვაქვს ალტერნატიული საგადასახადო შემოწმება „PriceWatershouseCoopers”-ის მიერ, შესაბამისად სინამდვილეს არ შეესაბამება არც ის ფაქტი, რომ კომპანიაში დიდი ხნის განმავლობაში არ ჩატარებულა საგადასახადო შემოწმება. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურმა ამა წლის 23 იანვარს დაამთავრა ინვენტარიზაცია საწარმოში და სულ რაღაც ორ თვეში, 20 მარტს ისევ ინვენტარიზაციის ჩასატარებლად შემოვიდნენ იგივე უწყებიდან, თუმცა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კომპანია გაჩერებული იყო და არ მუშაობდა. ჩვენ აღნიშნული ფაქტებს ვხსნით იმით, რომ ჩვენს ჯგუფზე ხორციელდება ზეწოლა, სხვანაირად ამის ახსნა ძალიან გვიჭირს.

ჩვენი ჯგუფი არ ითხოვს რომ კომპანიებში არ ჩატარდეს შემოწმება, უბრალოდ გვინდა, რომ მას ჰქონდეს ცივილური ხასიათი და არ შეგვიშალოს ხელი საქმიანობაში".

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46