შემოსავლების სამსახური საწარმოებს შეამოწმებს - ნოდარ ხადური

შაბათი, 23 მარტი, 2013 - 11:59

შემოსავლების სამსახური შეამოწმებს ყველა იმ საწარმოს, რომელიც გასული ცხრა წლის განმავლობაში არ მოწმდებოდა, -ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გააკეთა. ხადური ამ განცხადებით იმ კითხვას გამოეხმაურა,

რომელიც ცეზარ ჩოჩელის მისამართით განხორციელებულ ზეწოლას ეხებოდა.

მინისტრის თქმით, ფინანსთა სამინისტროს სამსახურები შეამოწმებენ საწარმოებს და დანაშაულის აღმოჩენის შემთხვევაში, საქმის შესწავლა მოხდება.

"ფინანსთა სამინისტროს სამსახურების შესვლა არის ჩვეულებრივი მოვლენა, მსოფლიოს ყველა ბიზნესისათვის. თუ ადამიანებს რამე დანაშაული აქვთ, ჩვენ ამას შევისწავლით, თუ აქვთ ყველაფერი კარგად ბოდიშს მოვუხდით და უკან გამოვალთ", - განაცხადა ხადურმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46