შსს-მ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო წარმომადგენლების მიერ დაკავებული ექვსი მოქალაქე გაათავისუფლა

შაბათი, 23 მარტი, 2013 - 11:28

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტისა და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლეს.

გათავისუფლებული მოქალაქეები ერგნეთიდან შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი დვალიშვილმა გამოიყვანა. გორის რაიონის სოფლებში – ქვეშსა და არცევში, რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო კვეთისთვის“ 9 თებერვალსა და 15 მარტს 6 მოქალაქე დააკავეს და ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. 14 მარტს – ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალექსანდრე ნადირაშვილი, თემურ ელიაური, დავით ვაშაგაშვილი და ვაჟა მელაძე რუსმა სამხედროებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ხეხილის ბაღებში სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად მიდიოდნენ, ხოლო ძმები – ჯუმბერ და ჯამბულ დუდაშვილები კი მაშინ, როცა ისინი ნათესავებისგან სახლში ბრუნდებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46