საარსებო მინიმუმი საშუალოდ 7 ლარით შემცირდა

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 20:48

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის თებერვალთან შედარებით საარსებო მინიმუმი საშუალოდ 7 ლარითაა შემცირებული. 2013 წლის თებერვალში შრომისუნარიანი ადამიანის საარსებო მინიმუმი 149.2 ლარით განისაზღვრა.

 

საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით დგინდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო. "სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის ბრძანების შესაბამისად არის განსაზღვრული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46