ამერიკის შეიარაღებული ჯარების ევროპული სარდლობის ხელმძღვანელი თბილისში ჩამოდის

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 19:27

საქართველოში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ხელმძღვანელი, ჯეიმს სტავრიდისი ჩამოვა. თბილისში ვიზიტის შესახებ განცხადება ადმირალმა სენატში სიტყვით გამოსვლისას გაკეთა, რომელზეც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივაზე ისაუბრა.

ჯეიმს სტარვიდისი საქართველოს ორ კვირაში ეწვევა და ოფიციალური მასპინძელი თავდაცვის სამინისტრო იქნება.

როგორც ცნობილი გახდა, დაგეგმილია რამდენიმე უმაღლესი რანგის შეხვედრა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტთან.

სენატორის კითხვაზე, ნატოში პოტენციური გაწევრიანების კუთხით საქართველოს რა პერსპექტივა აქვს, სტავრიდისმა განაცხადა რომ საქართველო შესანიშნავი პარტნიორია ნატოსთვის.

"მათ ყველაზე მეტი სამხედრო ჰყავთ ავღანეთში ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის. ისინი საბრძოლო მოქმედებების დროს ბოლომდე ჩვენთან ერთად არიან. ხშირად მივდივარ ბეთესდას საავადმყოფოში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცებისა და ვეტერანების მოსანახულებლად. რაც შეეხება წევრობის პროგრამას, ის წინ მიდის. ჩვენ ვაგრძელებთ მათთან კონტაქტს ნატოს კონტექსტში სხვადასხვა საკითხზე და რა თქმა უნდა ამაში ჩართულია შეერთებული შტატები. ჩვენი საზღვაო ქვეითების მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა ქართველ ჯარისკაცებთან ერთად შესანიშნავი შედეგი გამოიღო და გააუმჯობესა ქართველების შესაძლებლობები ტექნიკური და ტაქტიკური თვალსაზრისითაც. სწორად ამახვილებთ ყურადღებას პოლიტიკურ საკითხზეც. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ნატოსთვის პროგრესი. ორ კვირაში მივემგზავრები საქართველოში და მექნება შანსი შევხვდე ახალ ლიდერებს და პრეზიდენტს. ჩემი აზრით, საერთო ჯამში ისინი წინ სწორი მიმართულებით მიდიან და როგორც ძლიერ პარტნიორებს, დიდი წვლილი შეაქვთ, რაც კარგად ცნობილია ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნებისთვის," -განაცახდა სტავრიდისმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46