ქართველი სამხედროები ავღანეთში გააცილეს

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 18:39

საქართველოს შეიარაღებული ძალების III და IV ქვეითი ბრიგადების 33-ე და 42-ე ბატალიონების ჯარისკაცები ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის უკვე მზად არიან. ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ორივე ბატალიონმა კრწანისის სასწავლო ცენტრში გაიარა. სწავლებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების საექსპედიციო ბრიგადა ხელმძღვანელობდა.

გაცილების ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი დაესწრენ, რომლებმაც ქართველ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.

„ძალიან ამაყები ვართ იმით, რომ საერთაშორისო და განსაკუთრებით, ამერიკელმა სამხედრო ქვეითებმა მათ საბრძოლო მომზადების თვალსაზრისით უმაღლესი შეფასებები მისცეს. ჩვენთვის მთავარია, რომ ისინი სამშობლოში მშვიდობით დაგვიბრუნდნენ, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, პირნათლად შეასრულონ მისია. ეს აძლიერებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს იმიჯს მსოფლიოში, მხარს უჭერს ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას ნატოში, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში. ხაზს ვუსვამ, თუკი დღეს საქართველოს მთელს მსოფლიოში პოზიტიური, დადებითი იმიჯი აქვს, რომ ეს არის ძალიან გაბედული მებრძოლების ქვეყანა - სწორედ ამ ბიჭების დამსახურებაა და კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად მინდა მათ მადლობა გადავუხადო“- აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

ახალი სამშვიდობო კონტინგენტი 1-ელი და მე-2 ქვეითი ბრიგადების ბატალიონებს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს.

ქართველი სამშვიდობოების მისიას ჰელმანდის პროვინციაში 6 თვის განმავლობაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში შეასრულებენ.

 ვაზიანში დღეს დილით IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გაცილების ცერემონიალი გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43