1 აპრილიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 18:25

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2013-2014 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციას 1 აპრილიდან გამოაცხადებს. რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში განხორციელდება და სამ ეტაპად ჩატარდება. 1 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით რეგისტრაცია მხოლოდ შემდეგი კატეგორიის მოსწავლეებისათვის განხორციელდება:

ვისი და–ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;

ვისი მშობელიც სკოლის თანამშრომელია;

ვისი ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში (ტყუპები, და–ძმები).

რეგისტრაციის მეორე ეტაპზე პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია მოხდება. მეორე ეტაპი 25 აპრილიდან დაიწყება და 3 ივლისამდე გასტანს.სპეციალური აპლიკაცია საიტზე : www.registration.emis.ge; www.mes.gov.ge განთავსდება. მშობელი მხოლოდ ერთ სკოლას ირჩევს და რეგისტრაციის ფორმაში შემდეგი მონაცემები შეაქვს: ბავშვის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. სასურველ სკოლაში პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაციისათვის საცხოვრებელ ადგილს მნიშვნელობა არ ენიჭება.

რეგისტრაციის წარმატებით დასრულებისთანავე მშობელი იღებს პასუხს შვილის სასურველ სკოლაში ჩარიცხვის შესახებ. მას სისტემის მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი სმს–ის საშუალებითაც ეგზავნება, რომლის შენახვაც აუცილებელია.

მშობელს სკოლის არჩევა ვებ–გვერდის www.catalog.edu.ge - ს დახმარებით შეეძლება. მშობელი ვალდებულია მოსწავლის დოკუმენტაცია რეგისტრაციიდან ორი კვირის ვადაში წარადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგისტრაცია გაუქმდება. 29 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით რეგისტრაციის მესამე ეტაპი განხორციელდება. ამ პერიოდში, მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ გამოთავისუფლებულ ადგილებზე ბავშვი ხელახლა დაარეგისტრირონ. მშობელს რეგისტრაციის გაუქმება რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის და ბავშვის პირადი ნომრის მიხედვით შეუძლია. თუ მშობელმა გადაწყვიტა ერთ სკოლაში მოხსნას და მეორეში დაარეგისტრიროს შვილი, წინასწარ ეკრანზე გამოტანილ ფანჯარაში სასურველ სკოლაში დარჩენილი თავისუფალი ადგილები უნდა შეამოწმოს.

სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობელს 5 წლის ასაკიდან იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ბავშვს 5 წელი 15 სექტემბრამდე უსრულდება. ასაკთან დაკავშირებით არჩევანს მშობელი თავად აკეთებს.

განათლების და მეცნიერების სამინისტრო ყველა პირველკლასელს საბავშვო სასწავლო პორტატულ კომპიუტერს გადასცემს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61