ადვოკატთა ასოციაციაში გიორგი მარიამიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 18:25

საქართველოს ადვოკატთა ასოციაში, ადვოკატ გიორგი მარიამიძის მიერ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.“სახელმძღვანელო კონსპექტი იურისტებისთვის“ მოიცავს ვალდებულებითი სამართლის (სახელშეკრულებო სამართალი) ზოგად  ნაწილს (მეორე ნაწილი, გამოცემა პირველი).

"დღევანდელ სამოქალაქო კანონმდებლობაში არაერთი ხარვეზია, რომელზეც მრავალჯერ ითქვა და დაიწერა, თუმცა, ამ კუთხით დღემდე არაფერი შეცვლილა სასიკეთოდ. აღნიშნული ნაშრომი სწორედ ერთ-ერთი იმ ნაშრომთაგანია, რომელიც კერძო სამართლის სფეროში პრაქტიკასა და თეორიაში დაგროვილ გარკვეულ პრობლემატურ საკითხებს წარმოაჩენს და მათ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების ფონზე განიხილავს", - განაცხადა "ჯეონიუსთან" საუბარში გიორგი მარიამიძემ.

მისივე განცხადებით, ნაშრომი შექმნილია გერმანული სახელმძღვანელოების ბაზაზე. ნაშრომის ტექსტის ძირითადი ნაწილი, ასევე წერის სტილი და ა.შ. თარგმნილია ზემოთაღნიშნულ სახელმძღვანელოდან და მოყვანილია ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.

"ამ ნაშრომის ძირითადი მიზანია მკითხველს ის საკითხები გააცნოს, რაც ქართულ სამართლებრივ სივრცეშია პრობლემატური. მოცემული ნაშრომი და ავტორის მიერ მანამდე გავრცელებული სხვა ნაშრომები, სტუდენტებსა და მოქმედ იურისტებს სამართლებრივ საკითხებში უკეთ გარკვევაში დაეხმარება", - განაცხადა მარიამიძემ.

წიგნის პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოში მოქმედი ადვოკატები და აღმასრულებელი საბჭოს ეთიკის კომისიის წარმომადგენლები.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5