"გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე" საქველმოქმედო აქცია მცხეთაში გაიმართება

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 18:12

,,გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“-ს ფარგლებში,  პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს მცხეთის რაიონული ორგანიზაცია აქციაში ხვალ,  11:00 საათზე ჩაერთვება. 

სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 18-დან 60 წლამდე განისაზღვრება. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, ასევე ბოლო ათი წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გადატანილი A ჰეპატიტი (ბოტკინი), არ უნდა ღებულობდეს პრეპარატებს (ანტიბიოტიკი), არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24-36 საათის განმავლობაში.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 0-დან 18 წლამდე ასაკში ყოველწლიურად ლეიკემიის 40 ახალი შემთხევა ფიქსირდება. ბავშვების მკურნალობისათვის ძირითადად ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსია საჭირო, შესაბამისად პაციენტთა კლინიკაში დაყოვნების პერიოდი 9 თვეს მოიცავს.

იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკის ბრიგადა ხვალ მცხეთაში იმუშავებს. სისხლის ჩაბარება მოხდება მცხეთის გამგეობის შენობაში.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6