კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხულ დევნილ სტუდენტებს წლიური გადასახადი შეუმცირდებათ

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 17:32

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხულ დევნილ სტუდენტებს სწავლების წლიური გადასახადი 2013 წლიდან 200 ლარით შეუმცირდებათ. ამ გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, დავით დარახველიძის უნივერსიტეტში ვიზიტისას გახდა ცნობილი. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ დავით დარახველიძესთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმი, ხელმოწერის დღიდან განუსაზღვრელი ვადით იქნება მოქმედებაში. უნივერსიტეტმა საკუთარ ვალდებულებად დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა პროექტების დაგეგმვა და განხორციელება აიღო. სამინისტრო კი თავის მხრივ, სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის ეფექტურსა და მდგრად ურთიერთთანამშრომლობას უზრუნველჰყოფს.

ასევე, სამინისტრო მონაწილეობას მიიღებს უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ პროექტებში, რომლებიც დევნილ მოსახლეობასა და მათთან დაკავშირებულ საკითხებს უკავშირდება. შესაძლებლობის ფარგლებში, უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები სამინისტროს სტრუქტურებში პრაქტიკას გაივლიან. აღნიშნულ სტრუქტურაში კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში კი სტუდენტებს ვაკანტური თანამდებობების დაკავების რეალური შანსი მიეცემათ.

                                                                                                                       მარიამ ჯავახიშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51