პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს - მამუკა არეშიძე

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 17:57

პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, - განაცხადა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში და „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა არეშიძემ "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 არეშიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, როდესაც ჯერ კიდევ ორხელისუფლებიანობაა და არ არის ცნობილი, როდის შევა კანონი ძალაში.

"ორივე მხარე ფიქრობს, რომ გამარჯვებული გამოვიდა, სალაპარაკო მართლაც ორივე მხარეს აქვს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" გარკვეულწილად წრე შემოხაზა და დააფიქსირა, რომ 42 მხარდამჭერი ჰყავს პარლამენტში, რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", მას სურდა საფრთხის შემცირება, მაგრამ რა გარანტია გვაქვს, რომ ეს საფრთხე განეიტრალებულია. გააჩნია, როდის შევა კანონი ძალაში და რამდენად სწრაფად მოაწერს მას ხელს ის, ვისაც ევალება", - განაცხადა მამუკა არეშიძემ

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43