პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები II მოსმენით ერთხმად დაამტკიცა

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 17:25

123 არც ერთის წინააღმდეგ -  საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები II მოსმენით მიიღო. კენჭისსყრა ქუთაისის საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ შედგა.

პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის დათხოვნის შეუძლებლობის ერთ-ერთ საფუძვლად, ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვისა, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის მაისის თვიდან ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე პერიოდი განისაზღვრება. ამასთან ერთად ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე მთავრობის მოვალეობის შესრულება გადამდგარი ან გადაყენებულ მთავრობის მოვალეობად განისაზღვრა.

ცვლილების თანახმად, საქართველოს მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ზედიზედ სამჯერ ნდობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუკი არსებობს პარლამენტის დათხოვნის შეუძლებლობის კონსტიტუციით გათვალისწინებული გარემოებები, პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტი შესაბამისი გარემოების ამოწურვიდან 3 დღის ვადაში დაითხოვოს.

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვის რიგგარეშე სხდომის ჩატარების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავს.

 კანონში შეტანილი ცვლილებები გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43