პროექტ „Twining"-ის ფარგლებში შსს-ში შეხვედრა გაიმართა

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 17:48

პროექტ „Twining"-ის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო თავდაცვის დირექტორატის საერთაშორისო ურთიერთობების მისიის ხელმძღვანელ ფილიპ ნარდინისთან და ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო და სამაშველო დეპარტამენტის მოადგილე არტურას რახკაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს სამოქალაქო თავდაცვის სფეროში საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, პროექტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ერთიანი სამოქმედო სტრატეგია შეიმუშავეს.

პროექტის მიზანია საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მხარდაჭერა ქვეყანაში საგანგებო სიტუაციების მართვის გასაუმჯობესებლად. პროექტი „Twining" 1 წელია, რაც მიმდინარეობს ევროკავშირის დაფინანსებით.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46