სილქნეტი თელაველებს ორმაგი შეთავაზების პაკეტს უფასოდ სთავაზობს

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 19:16

 თელავში ახალი აქცია ამოქმედდა – მომხმარებელებს კომპანია ინსტალაციას ოპტიკური ორმაგი შეთავაზების (ოპტიკური სატელეფონო მომსახურება და ოპტიკური სილქ ტვ) პაკეტს უფასოდ თავაზობს. ინსტალაციის პერიოდი განისაზღვრება 1 ივნისამდე.

პირობები ვრცელდება ფიზიკურ პირებზე;

კომპანია სილქნეტმა თელავის ცენტრში ოპტიკური ქსელი მას შემდეგ დანერგა, რაც ქალაქის ცენტრის რეაბილიტაციის ფარგლებში სპილენძის მოძველებული კაბელის დემონტაჟი განახორციელა. უბანი, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიით სერვისების შეთავაზება დაიწყო, მოიცავს ერეკლე მეორეს მოედანს და მის მიმდებარე ქუჩებს. აქ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უკვე შესაძლებლობა აქვთ ოპტიკური სერვისებით ისარგებლონ, სამმაგ შეთავაზებაშიც ჩაერთონ, დარეგისტრირდნენ სხვადასხვა აქციაში.

მომხმარებლებს კომპანია სთავაზობს მაღალსიჩქარიან ინტერნეტს, სილქტივის სპეციალურ პაკეტს და ვოიპ–სატელეფონო მომსახურებას.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46