პრეზიდენტი პარლამენტში გამოსასვლელად მზად არის - დავით ბაქრაძე

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 16:59

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისთვის მზად არის, თუმცა გამოსვლის ზუსტი თარიღი კონსულტაციის შედეგად გაირკვევა, - განაცხადა უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის განცხადებით, თავის დროზე უმრავლესობამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ქვეყნის პირველ პირს მოსმენაზე უარი უთხრა. "კონსტიტუციური მექანიზმია, რომ პრეზიდენტი პარლამენტში გამოვიდეს, ხოლო ხალხმა და საზოგადოებამ ქვეყანაში არსებული ვითარებისა და პრეზიდენტის მოქმედებების შესახებ ინფორმაცია მიიღოს", - განაცხადა ბაქრაძემ.

.შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით მიმდინარე წლის 8 თებერვალს უნდა გამოსულიყო, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ მას მოსმენაზე უარი უთხრა, რადგან პრეზიდენტის გუნდი იმ დროისათვის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარს არ უჭერდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41