არსებული პოლიტიკური ორპოლუსიანობის გამო, პრაქტიკულად გამორიცხულია არჩევნებში რომელიმე სხვა პოლიტიკური ძალის წარმატება

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 16:30

მონაწილეობას მხოლოდ მონაწილეობისთვის აზრი არ აქვს. აქედან გამომდინარე „ახალი მემარჯვენეები“ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ და აღარ წარადგენენ კანდიდატურებს იმ ოლქებში, სადაც არჩევნებია დაგეგმილი,  - ამის შესახებ განცხადებას „ახალი მემარჯვენეები“ ავრცელებენ.

როგორც მემარჯვენეების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჯერ კიდევ არსებული პოლიტიკური ორპოლუსიანობა, პრაქტიკულად გამორიცხავს რომელიმე სხვა პოლიტიკური ძალის წარმატებას 27 აპრილის შუალედურ არჩევნებში.

„1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ გაჩნდა გარკვეული მოლოდინი, რომ არჩევნებისთვის შეიქმნებოდა რეალურად კონკურენტული გარემო და შუალედურ არჩევნებამდე გადაიდგმებოდა გარკვეული ნაბიჯები თუნდაც პარტიათა დაფინანსების წესის შეცვლისა და მაჟორიტარ დეპუტატად გასვლისთვის აუცილებელი 50%–იანი ბარიერის დაწესების თვალსაზრისით. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ და დავიწყეთ შესაბამის ოლქებში შესაძლო კანდიდატურების განხილვა. სამწუხაროდ, ამ ცვლილებების განხორციელება 27 აპრილს დანიშნული არჩევნებისთვის ვერ მოხერხდა“, - აცხადებენ „ახალი მემარჯვენეები“.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41