დიუმას ქუჩის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ჯაბა სამუშიას კითხვები აქვს

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 14:46

ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ წევრს ჯაბა სამუშიას თბილისის განვითარების ფონდთან და დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურთან კითხვები აქვს.

 საკრებულოს დეპუტატი ამ უწყებების ხელმძღვანელების საკრებულოში დაბარებას აპირებს.

"ხვალვე უნდა მოხდეს საკრებულოში იმ პირების დაბარება, რომლებსაც დავალებული აქვთ დიუმას ქუჩის რეაბილიტაცია. გვითხრან რას აპირებენ და გავარკვიოთ, რატომ ჭიანურდება სამუშაოები ხელოვნურად, მით უმეტეს, რომ თანხები ამ ყველაფრის დასამთავრებლად გამოყოფილია. მოსახლეობა არის მართლაც შეძრწუნებული, რადგან აქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებმა მთლიანად დააზიანა ეს უბანი’’, – განაცხადა დიუმას ქუჩაზე მისულმა ჯაბა სამუშიამ.

ავარიული ქუჩის მცხოვრებლები მათი კუთვნილი საცხოვრებელი სახლების დაზიანებას იმ სამშენებლო სამუშაოებს უკავშირებენ, რომლებიც პუშკინის ქუჩაზე, თბილისის განვითარების ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

"საშინელი პირობებია და აბსოლუტურად ყველა ბინა, რაც დარჩა დიუმას ქუჩაზე, ავარიულ მდგომარეობაშია. საცხოვრებლად ეს ბინები უკვე აღარ ვარგა და დახმარების თხოვნით მივმართავთ ახალ მთავრობასა და საკრებულოს, რადგან 2012 წელს მერიამ დაიწყო ამ ტერიტორიის აღება და სიჩქარეში მივიღეთ ძალიან სავალალო შედეგი. ის ბინები, რომელიც არის დარჩენილი, ნელ-ნელა იბზარება და ჩადის დაბლა’’- აცხადებს დიუმას ქუჩის მცხოვრები ნინო მამნიაშვილი.

ავარიული სახლების მცხოვრებლები მშენებლობის დროებით შეჩერებას და სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელმაც დარჩენილი სახლების მდგრადობა და დიუმას ქუჩაზე, სატვირთო ავტომანქანების გადაადგილების საფრთხეები უნდა შეისწავლოს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46