გონივრული ეკონომიკური გადაწყვეტილებებით მოხდება ის, რასაც ხალხი ხელისუფლებისგან ელოდება - ოთარ აბესაძე

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 14:58

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტის ოთარ აბესაძის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკის ზრდისა და განვითარების ეტაპი დაიწყო.

როგორც აბესაძემ "ჯეონიუსს" განუცხადა, საქართველოში გონივრული ეკონომიკური გადაწყვეტილებებით მოხდება ის, რასაც ხელისუფლებისგან ხალხი ელოდება.

"ვფიქრობ, საქართველოში ახალი პოლიტიკური რეალობის და გონივრული ეკონომიკური გადაწყვეტილებების შედეგად, ეტაპობრივად ჩნდება ის შედეგები, რასაც მოსახლეობა ელოდება ახალი ხელისუფლებისგან. ფინანსთა სამინისტროს მონაცემები, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის ყველა მაჩვენებელი აღემატება იმ მაჩვენებლებს, რაც შარშან 2012 წლის ამავე პერიოდში იყო, საკმაოდ დამაიმედებლად მეჩვენება და მსგავსი ტენდენციების შენარჩუნების და გაზრდის შემთხვევაში, სახეზე გვექნება საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდა", - განაცხადა აბესაძემ.

ამის დასტურად დოქტორანტს გასული და მიმდინარე წლის საქსტატის სტატისტიკის ოფიციალური მონაცემები მოჰყავს.

"2012 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 7 253,3 მლნ. ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წლის შესაბამისი კვარტლის მიმართ 2,8 პროცენტის, ხოლო დეფლატორის ზრდა 0,8 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა. 2013 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 665 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 196 მლნ. აშშ დოლარი იყო (25 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 468 მლნ. აშშ დოლარი (6 პროცენტით ნაკლები)" - აღნიშნავს დოქტორანტი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46