პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 14:26
თბილისში, ევროპის ჩემპიონატის მეოთხე დღეს, საქართველოს ღირსებას თავისუფალ სტილში დავით მარსაგიშვილი იცავს. 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ფალავნამა ავსტრიელი დამაჯერებლად დაამარცხა.
მარსაგიშვილმა პირველ პერიოდში მოწინააღმდეგე 7:0 დაამარცხა და ავსტრიელი ფალავანი სამჯერ დაატრიალა, მან ავსტრიელს მეორე პერიოდშიც იგივე გაუმეორა და აქაც 7:0 მოიგო.
ამგვარად, მოქმედი ევროპის ჩემპიონატი დავით მარსაგიშვილი მეოთხედფინალშია, რომელიც რუმინელ ფალავანს ეჭიდავება.
ავტორი: სალომე ბალახაშვილი
ფოტო: ზიზუ ჯიქია