23 მარტს მეტეოროლოგიის მსოფლიო დღე აღინიშნება

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 14:14

23 მარტი მეტეოროლოგიის მსოფლიო დღეა. ეს თარიღი 1950 წლის 23 მარტს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (მმო) დაარსების შესახებ კონვენციის ძალაში შესვლას უკავშირდება.

წლევანდელი წლის მეტეოროლოგიის მსოფლიო დღის თემაა “ამინდზე დაკვირვებები სიცოცხლისა და ქონების დასაცავად”. ამავე დღეს აღინიშნება მმო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურის - ამინდის მსოფლიო სამსახურის დაარსების 50 წლისთავი.

ამინდის მსოფლიო სამსახურის ძირითად კომპონენტს დედამიწაზე, ზღვაზე, ჰაერში და კოსმოსურ სივრცეში მეტეოროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების გლობალური სისტემა წარმოადგენს. ამ სისტემაში გაერთიანებულია მმო-ს წევრი 191 ქვეყანა, მათ შორის -საქართველო.

დღეისთვის, 100 000 - ზე მეტ მიწისპირა სადგურზე, 7000 საზღვაო ხომალდზე და ათასობით სტაციონარულ და მოდრეიფე პუნქტზე წარმოებს მეტეოროლოგიური დაკვირვებები. ამ პუნქტებზე იზომება ატმოსფერული წნევა, ქარის სიჩქარე და მიმართულება, ატმოსფეროს ტემპერატურა და სინოტივე, ნალექების რაოდენობა, ვიზუალურად განისაზღვრება ღრუბლების ტიპი, რაოდენობა, ხილვადობა, ამინდის ხასიათი და სხვა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46