როგორ მოვუაროთ ტუჩებს

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 14:09

რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ტუჩებს, რომ მათი სიმშრალე, ნახეთქები და გაუხეშება თავიდან ავიცილოთ. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ კანი ტუჩებზე, გაცილებით ნაზი და სათუთია, ვიდრე სხეულსი სხვა ნაწილებზე, აქედან გამომდინარე, იგი განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. ტუჩებზე ნახეთქების, სიმშრალის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ქარიანი ან ცივი ამინდი, ავიტამინოზი, ცუდი ხარისხის პომადა, მწარე ან ცხარე საკვები და ა.შ.

თუმცა პრევენცია და მკურნალობა საწყის ეტაპზევე აუცილებელია. საამისოდ შეგიძლიათ, გამოიყენოთ როგორც სხვადასხვა სახის ჰიგიენური ტუჩსაცხები, ისე შინაურული მეთოდები. მაგალითად, ნაღებისა და თაფლის ნაზავი, რომელსაც ტუჩებზე დაძინების წინ წაისვამთ ყოველ საღამოს, თქვენს ტუჩებს სირბილეს და ელასტიურობას მალე დაუბრუნებს.

სასურველია, უშუალოდ გარეთ გასვლის წინ, წაისვათ ტუჩებზე ნებისმიერი სახის მცენარეული ზეთი ან სულაც არაჟანი,  რამდენიმე წუთის შემდეგ რბილი ხელსახოცით მოიწმინდოთ და ტუჩსაცხის თხელი ფენა გადაისვათ.

ასევე კარგ ეფექტს იძლევა, გაღიზიანებული ან გამომშრალი ტუჩების ფორმაში მოსაყვანად, თაფლის, გვირილის ნაყენის და მცენარეული ზეთის ნარევი, რომლითაც ყოველ საღამოს, ძილის წინ უნდა დაიმუშაოთ ტუჩები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44