არ უნდა დაგვეშვა არანაირი გამონაკლისი იმის, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდნილიყო - ბიძინა ივანიშვილი

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 14:09

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სდომაზე დაადასტურა მისი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის საუბარი. მისი განცხადებით,  სატელეფონო საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ პარლამენტში მოხდებოდა სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება.

"მე, რა თქმა უნდა, ვესაუბრე უსუფაშვილს ტელეფონის საშუალებით შესვენებაზე, ვურჩიე უსუფაშვილს, რომ მხარი დაეჭირა უმცირესობის მოთხოვნისთვის,  თუმცა უსუფაშვილს ამის სურვილი არ ჰქონდა, რადგან იგრძნობოდა, რომ ისედაც მივიღებდით იმ ხმების რაოდენობას, რაც საჭირო იყო საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის", - განაცხადა ივანიშვილმა.

ასევე პრემიერი მიიჩნევს, პოლიტიკურად კარგი იქნებოდა, რომ არ დაერეკა პარლამენტის თავჯდომარისთვის.

"უფრო კარგი იქნებოდა პოლიტიკურად, რომ არ დამერეკა, მაგრამ ადამიანურად ჯობდა, რომ არ დაგვეშვა ჩვენ არანაირი გამონაკლისი და შემთხვევა იმის, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდნილიყო", - აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა. საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს ხმა 135-მა დეპუტატმა მისცა, არც ერთის წინააღმდეგ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5