გარემოს დაცვის სამინისტრო გარემოსდაცვით აქციას “დარგე შენი მომავალი” იწყებს

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 13:53

გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე 24 მარტს ეწვევიან თელავის მუნიციპალიტეტს, სადაც გაიმართება გამწვანების აქცია.

ღონისძიების მიზანია ბიომრავალფეროვნების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდა თაობებისათვის ხის დარგვის, მოვლისა და მისი აუცილებლობის სწავლება, გარემოსდაცვითი საკითხების პოპულარიზაცია და საზოგადოების პრაქტიკულ ღონისძიებებში ჩართვა.

აქციის ფარგლებში ნერგები ათი დღის განმავლობაში დაირგვება კატასტროფისგან დაზარალებული რაიონების, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თელავის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის, სკოლებისა და სხვა დაწესებულებების ტერიტორიაზე.

აქცია „დარგე შენი მომავალი“ ორგანიზებულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ და ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43