მინისტრებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, დაესწრებიან თუ არა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 13:47

მინისტრებს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, დაესწრებიან თუ არა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თუ ჩათვლის, რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმე არ ექნება, ამ შემთხვევაში იგი პარლამენტში მივა.

რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას, მას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, მივა თუ არა საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის მოსასმენად.

"ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ მაქვს, მივალ თუ არა. ვნახავ, როგორი გრაფიკი იქნება და იმის მიხედვით გადავწყვეტ", - განაცხადა ნარმანიამ.

სასჯელაღასრულების მინისტრი სოზარ სუბარი პრეზიდენტის გამოსვლის მოსასმენად პარლამენტში მისვლას ამ ეტაპზე არ გეგმავს.

რაც შეეხება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს კახა კალაძეს, მას ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული არ აქვს, ექნება თუ არა კითხვა პრეზიდენტთან.

"წინასწარ ვერ გეტყვით, მივალ თუ არა პარლამენტში, მაგრამ იყო საუბარი, რომ როცა პარლამენტს დაუბრუნდებოდა ფუნქცია, რომელიც პრეზიდენტისგან წართმეული ჰქონდა, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ქვეყნის პირველ პირს მოუსმენდა, თუმცა ამ ეტაპზე მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია", - განაცხადა კალაძემ.

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია კი თვლის, რომ თუ მასთან პრეზიდენტის გამოსვლაზე მიწვევა მივა და იგი სხვა რამით დაკავებული არ იქნება, მაშინ ალასანია წინააღმდეგი არ არის, რომ პარლამენტში მივიდეს.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, დღეს მას გაუჭირდება იმის თქმა, მივა თუ არა პარლამენტში პრეზიდენტის მოსმენად, ვინაიდან ზუსტი დრო დაზუსტებული არ არის.

"რა თქმა უნდა, ის პრეზიდენტია და მისი მოსმენა პარლამენტში მნიშვნელოვანია", - განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ საპარალამენტო უმრავლესობა აცხადებდა, რომ საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტს მხოლოდ მას შემდეგ მოუსმენდა, რაც საკონსტიტუციო ცვლილელები იქნებოდა მიღებული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5