აშშ-ს საელჩო საქართველოს მთავრობას შეთანხმებას ულოცავს

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 13:36

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება. საელჩო მიესალმება მთავრობის და ოპოზიციის თანამშრომლობას და ურთიერთშეთანხმებას, რაც მათი თქმით, ქვეყნის დემოკრატიისკენ სწრაფვას შეუწყობს ხელს.

"შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს ლიდერებს, აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას იმ ფორმულაზე შეთანხმებას, რომელმაც პარლამენტს საშუალება მისცა, პირველი მოსმენით მიეღო კანონპროექტი საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ. აღნიშნული შეთანხმება საქართველოში პოლიტიკურ ჰარმონიას შეუწყობს ხელს. ესაა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გზას გაუკვალავს ქართული დემოკრატიის კონსოლიდირებას", - ნათქვამია ამერიკის საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც მათ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა. საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს ხმა 135-მა დეპუტატმა მისცა, არც ერთის წინააღმდეგ. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ მთავრობის გადადგომის ან პრეზიდენტის მიერ მისი გადაყენების შემთხვევაში, პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას, მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე. გადამდგარი თუ გადაყენებული მთავრობა მთავრობის მოვალეობის შესრულებას რიგგარეშე არჩევნების შედეგად ახალარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებამდე განაგრძობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41