ვერავინ ვერასდროს გადაბირებით და ზეწოლით ვერ მოახერხებს რაიმე ცვლილებების განხორციელებას კონსტიტუციაში - პავლე კუბლაშვილი

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 13:31

საპარლაენტო უმცირესობის წევრისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, გუშინ კენჭისყრაზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაამტკიცა, რომ არის ერთ გუნდად შეკრული.

"მთავარი ამ შემთხვევაში იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ფორმა. გუშინ სარეიტინგო კენჭისყრაზე დაფიქსირდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის ისევ ერთიან გუნდად წარმოდგენილი პარლამენტში, რაც მნიშვნელოვანია და შეიქმნა პრეცენდენტი, რომ ვერავინ ვერასდროს გადაბირებით და ზეწოლით ვერ მოახერხებს რაიმე ცვლილებების განხორციელება კონსტიტუციაში",  - განაცხადა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა. საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს ხმა 135-მა დეპუტატმა მისცა, არც ერთის წინააღმდეგ. მანამდე, უმრავლესობამ უმცირესობის მოთხოვნა გაითვალისწინა და გაიმართა სარეიტინგო კენჭისყრა, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტმა 93 ხმა მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41