ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, ტრეფიკინგის, ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ საქართველო-თურქეთს შორის შეხვედრა გაიმართა

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 13:30

ბათუმში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის წარმომადგენელთა ერთობლივი კომისიის მე-4 სხდომა გუშინ გაიმართა, რომელიც „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების" ფარგლებში ჩატარდა.

შეხვედრისას მხარეებმა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, ტრეფიკინგის, ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის სხვა სახეების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საკითხები განიხილეს. კომისიის წევრებმა ხელი მოაწერეს სხდომის ოქმს, რომელშიც ურთიერთთანამშრომლობის გეგმები განისაზღვრა.

შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ესწრებოდნენ: შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროსა და შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები. თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან მონაწილეობდნენ: თურქეთის ეროვნული პოლიციის გენერალური დირექტორის მოადგილე ზექი ჩათალქაია და თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალი თანამდებობის პირები.

ერთობლივი კომისიის სხდომა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკაში მონაცვლეობით იმართება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41