საქართველოს ჰყავს ძლიერი მთავრობა, რომელსაც ჰყავს კომპეტენტური პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო და მედია - რიჩარდ ნორლანდი

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 13:31

საქართველოს ჰყავს  ძლიერი მთავრობა, რომელსაც აქვს მყარი საარჩევნო მანდატი, ჰყავს კომპეტენტური პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო და მედია“, - ეს განცხადება ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა პარლამენტში საკონსტიტუციო შეთანხმების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, ამერიკა კვლავ გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას. ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის და ავღანეთის სამხედრო მისიაში მონაწილეობისთვის. ასევე სამძიმარი გამოუცხადა იმ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები ავღანეთში.

"ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე პარლამენტში. საუბრის ძირითადი თემა დაეთმო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ურთიერთობებს. მინდა მადლიერება გამოვხატო საქართველოსადმი, რომ შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა ასეთი მჭიდროა. განსაკუთრებით კი საქართველოს წვლილისთვის ავღანეთში, სადაც ქართველი სამხედროები აგრძელებენ თავის მამაც სამსახურს, სადაც არის მსხვერპლი, სადაც ქართველი სამხედროები იჭრებიან. მინდა გამოვხატო თანაგრძნობა იმ ქართველი ჯარისკაცების და ოფიცრების ოჯახების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს ოჯახის წევრები ავღანეთში. ჩემი ძირითადი გზავნილი დღეს ის არის, რომ ამერიკის თანამშრომლობა საქართველოსთან გაგრძელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალა ან პოლიტიკოსი იქნება ხელისუფლებაში საქართველოში თუ აშშ-ში. მიმდინარე საუბრები და დებატები მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის დიდი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია. საქართველოს ჰყავს ძლიერი მთავრობა, რომელსაც აქვს მყარი საარჩევნო მანდატი, ჰყავს კომპეტენტური პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო და მედია" - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით გუშინ მიიღო. საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს ხმა 135-მა დეპუტატმა მისცა, არც ერთის წინააღმდეგ.

წარმოდგენილი პროექტის   მიხედვით, კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ მთავრობის გადადგომის ან პრეზიდენტის მიერ მისი გადაყენების შემთხვევაში, პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას, მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე. გადამდგარი თუ გადაყენებული მთავრობა მთავრობის მოვალეობის შესრულებას რიგგარეშე არჩევნების შედეგად ახალარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებამდე განაგრძობს.

ძალაში დარჩება ახლადარჩეული პარლამენტის პირველი ექვსი თვის, ხოლო საკუთარი უფლებამოსულების ამოწურვამდე ბოლო ექვის თვის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ დათხოვნის აკრძალვა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46