სოფელ ფიროსმანში ცოფის გამოვლენის გამო კარანტინი დაწესდა

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 13:23

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანში მურთაზ ხუცურაულის ფერმაში აგილ ჯაფაროვის ძაღლს ცოფი ლაბორატორიულად დაუდასტურდა. მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე ცოფის კერასა და მიმდებარე ტერიტორიაზე საკარანტინო მდგომარეობა დაწესდა, - ინფორმაციას ქიზიყი.ge ავრცელებს.

ქიზიყი.ge-ს ინფორმაციით, უკვე შეიქმნა სპეციალური შვიდკაციანი კომისია, რომელსაც გამგებლის მოადგილე, აკაკი ნატროშვილი ხელმძღვანელობს. კომისია ზედამხედველობის განხორციელების კოორდინაციას მოახდენს. ცოფის მხრივ არაკეთილსაიმედო ზონაში აიკრძალა ცხოველების გაყვანა, ან სარეალიზაციოდ გადაყვანა, სურსათის სააგენტო კი ცოფიან ცხოველებთან კონტაქტირებული ცხოველების ლიკვიდაციას უზრუნველყოფს.

დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტირებული მოსახლეობის აღრიცხვა და ანტირაბიული აცრების ჩატარება დაევალა.

შეგახსენებთ, გასულ წელს საკარანტინო მდგომარეობა დედოფლისწყაროში თითქმის ყოველთვიურად ცხადდებოდა. მოსახლეობა პროფილაქტიკური სამუშაოების არაეფექტურობაზე და სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი ფილიალის უმოქმედობაზე საუბრობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46