ახალგაზრდული პარლამენტის პრეზენტაცია დღეს გაიმართება

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 13:20

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი 2013 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის პრეზენტაციას დღეს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გამართავს. 

 

დეპუტატთა განაცხადების მიღება 2 მარტიდან დაიწყო. შემოსულია 700–მდე განაცხადი. 2013 წლის მოწვევის ახალგაზრდა დეპუტატთა რაოდენობა შეადგენს 100 ადამიანს, რომელთა 40% საქართველოს რეგიონებიდან იქნება წარმოდგენილი, მათი ასაკი 18-25 წელია.

შერჩევის მეორე ეტაპი – გასაუბრება, 28 მარტიდან დაიწყება.

პროექტის პრეზენტაცია ჩატარდა 20–მდე უნივერსიტეტში მთელი საქართველოს მასშტაბით.

22 მარტს გაიმართება დასკვნითი პრეზენტაცია, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ პროექტის განრიგისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.

პრეზენტაცია 17:00 საათზე დაიწყება. 

გუდიაშვილის ქ. # 7, III კორპუსში,

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43