პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 01:48

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა. საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს ხმა 135-მა დეპუტატმა მისცა, არც ერთის წინააღმდეგ.

მანამდე, უმრავლესობამ უმცირესობის მოთხოვნა გაითვალისწინა და გაიმართა სარეიტინგო კენჭისყრა, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტმა 93 ხმა მიიღო.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ მთავრობის გადადგომის ან პრეზიდენტის მიერ მისი გადაყენების შემთხვევაში, პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას, მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე. გადამდგარი თუ გადაყენებული მთავრობა მთავრობის მოვალეობის შესრულებას რიგგარეშე არჩევნების შედეგად ახალარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებამდე განაგრძობს.

ძალაში დარჩება ახლადარჩეული პარლამენტის პირველი ექვსი თვის, ხოლო საკუთარი უფლებამოსულების ამოწურვამდე ბოლო ექვის თვის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ დათხოვნის აკრძალვა.

საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით პარლამენტი ხვალ განიხილავს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.99
  • 3.42
  • 0.04
  • 0.6
  • 1.45