„კლიმატური ცვლილებების“ პროექტის პრეზენტაცია „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 00:38

საქართველოს წითელი ჯვრის  საზოგადოების  „კლიმატური  ცვლილებების“  პროექტის  პრეზენტაცია  სასტუმრო  „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება. პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ექვსივე ქვეყანაში

(საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბელორუსი და უკრაინა) ეროვნული ქსელის შექმნას, რომელშიც შევლენ კლიმატური ცვლილებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და სახელმწიფო ორგანოები.

ერთდღიან სამუშაო შეხვედრაზე მოხდება „კლიმატური ცვლილებების“ პროექტის პრეზენტაცია კლიმატური ცვლილების საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოების და კომპანიებისთვის.

შეხვედრას გახსნის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე. შეხვედრას დაესწრებიან სწჯს-ის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტის მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი, ავსტრიის წითელი ჯვარი და ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA).

მისამართი: სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ (ვარდების რევოლუციის მოედანი 1)

პროექტის პრეზენტაცია  10:00 სთ-ზე გაიხსნება.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41