კულტურის სამინისტროში გაგიკ დავთიანის წიგნის - „ღია ბარათი“ პრეზენტაცია გაიმართება

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 00:32

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ცნობილი სომეხი პოეტის გაგიკ დავთიანის წიგნის - „ღია ბარათი“ პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, სომხეთის კულტურის მინისტრი ჰასმიკ პოღოსიანი, საქართველოსა და სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეები, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰოვანეს მანუკიანი, მოწვეული სტუმრები.

წიგნი „ღია ბარათი“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და გამომცემლობა “მერანის” მხარდაჭერით გამოიცა.

გაგიკ დავთიანი - ცნობილი სომეხი პოეტი, ქართული პოეზიის ანთოლოგიის სომხურად მთარგმნელი და გამომცემელი მრავალი პრემიის ლაურეატია, საქართველოში მიღებული აქვს ივანე მაჩაბლისა და მაიაკოვსკის (საერთაშორისო) პრემიები.

პრეზენტაცია 13:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41