მალე ახალ ბრალდებას წამიყენებენ და ეს 19 აპრილის აქციას უკავშირდება - გიგი უგულავა

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 19:57

თბილისის მერი გიგი უგულავა ახალი ბრალდების წაყენებას ელოდება, - - ამის შესახებ განცხადება პირველ რადიოში გააკეთა. როგორც უგულავამ განაცხადა, ეს იქნება "თბილსერვისისთან" დაკავშირებული საქმის მსგავსი ბრალდება. მერი ამ ყველაფერს 19 აპრილის აქციას უკავშირებს.

"ჩემთვის ცნობილია, რომ ცოტა ხანში რაღაც ბრალს წამიყენებენ, როგორც "თბილსერვისს" მედავებიან, დაახლოებით, ისეთივე იქნება ეს. დეტალები არ ვიცი, მაგრამ არ დაახანებენ ამის გამოქვეყნებას. ეს უკავშირდება პირველ რიგში 19 აპრილს, რატომღაც პანკური შიში აქვს დღევანდელ ხელისუფლებას ამ თარიღთან დაკავშირებით, რაღაც მაგიური გახდა. პრაქტიკულად პატარა მაღაზია აღარ დარჩა თბილისში, სადაც უბნის ინსპექტორი არ მისულიყო და არ გამოეკითხა "აპირებ თუ არა წასვლას, თუ დააპირებ ხო იცი...".   ჩვეულებრივად მოქმედებენ, როგორც საბჭოთა პერიოდში",  - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43