ნოდარ ხადურმა 48 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 19:33

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ხადური და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შეხვდნენ.

ვიზიტის ფორმატში რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის განხორციელებისთვის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც ADB-ს მიერ „ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტისთვის“ დაახლოებით 48 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.

„საქართველო წარმატებით თანამშრომლობს აზიის განვითარების ბანკთან. ADB მონაწილეობს რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაში. ასევე გზების, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციაზე. ბანკის მხრიდან დიდია ინტერესი ენერგოსექტორის მიმართ, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა. ხელმოწერილი ხელშეკრულება ითვალისწინებს ფინანსური რესურსების გამოყოფას, რათა ქვეყანაში მოხდეს მნიშვნელოვანი ენერგოობიექტების რეაბილიტაცია-მშენებლობა,“ - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნოდარ ხადურმა.

პროექტის მიზანია საქართველოში ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და განვითარება, მისი საიმედო, სტაბილური და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ასევე, ელექტროენერგიის გადაცემის მოცულობის გაზრდის, ექსპორტისა და ტრანზიტის ხელშეწყობა. ამ მიზნით დაგეგმილია არსებული ქვესადგურების რეაბილიტაცია და ასევე ახალი 220/110 კვ. ქვესადგურის მშენებლობა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5