ევროკომისის ანგარიშში ხაზგასმულია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში მიღწეული პროგრესის შესახებ

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 19:17

ევროკომისის ანგარიშს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში მიღწეული პროგრესის შესახებ საქართველოს მთავრობა ეხმაურება.  საქართველოს ხელისუფლება მიესალმება ევროკომისიის ბოლო ანგარიშს, რომელიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (European Neighborhood Policy) ფარგლებში მიღწეული პროგრესის შესახებაა.

ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა 20 მარტს, ხაზგასმულია ახალი ხელისუფლებს მოსვლის შემდეგ ურთიერთობის გაღრმავება საქართველოს და ევროკავშირს შორის, ფართომსასშტაბიანი რეფორმები და ძალისხმევა, მიმართული დაძაბულობის განმუხტვაზე კავკასიის რეგიონში.

ანგარიშში აღიარებულია, რომ საქართველომ გაითვალისწინა კომისიის 2012 წლის ძირითადი რეკომენდაციების უმრავლესობა და ხაზგასმულია „მნიშვნელოვანი წინსვლა“ ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ასოცირების ხელშეკრულებასა და ვიზების უზრუნველყოფისა და რეადმისიის შეთანხმებებთან დაკავშირებით.

კომისიამ მოიწონა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე შეკრებისა და  გაერთიანების უფლებისა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფის პროცესში მიღწეული წინსვლა და აღნიშნა: „წინსვლამ ძლიერი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის გამიზნულ რეფორმებში“ შედეგად მოიტანა ის, რომ საქართველოს აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში დამატებით გამოეყო თანხები. ანგარიშში ასევე აღნიშნულია ახალი ხელისუფლების მიერ წამოყენებული პოზიტიური ინიციატივები, რომელთა მიზანიცაა ძალაუფლების ინსტიტუციონალური ბალანსის გაუმჯობესება და მართლმსაჯულების სისტემაში მეტად საჭირო რეფორმის დაჩქარება.

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის განცხადებით, რომელმაც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა, ევროკავშირის ანგარიში ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ამ ანგარიშში მოწონებულია ჩვენი ძალისხმევა რეფორმების მხრივ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში ევროკავშირთან, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

საქართველოს მთავრობა ასევე მიესალმება შტეფან ფულეს კომენტარებს (ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში), რომელმაც პროგრესის შესახებ ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ „გადაიდგა მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯები“ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების კუთხით.

„კომისრის შენიშვნები ზურგს უმაგრებს ჩვენს რწმენას, რომ სწორ გზაზე ვართ პოლიტიკური დიალოგის წამოწყების, ხელისუფლების და ქვეყნის რეფორმის მიზნით ეროვნული კონსენსუსის მიღწევის მცდელობებისა და წარსულში არსებული უსამართლობის აღმოფხვრის თვალსაზრისით“, - განაცხადა დოლიძემ.

ევროკომისიამ მოუწოდა საქართველოს „კონსტრუქციული მონაწილეობისა“ და დიალოგის გაღრმავებისაკენ ისეთ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, როგორიცაა ევროპის საბჭო, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები (ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს ერთობლივი თანათავმჯდომარეობით), რომელიც მუშაობს რუსეთთან 2008 წლის კონფლიქტის შედეგებზე.

ანგარიშში არის მოწოდება მთავრობისადმი, რათა მან ყურადღება გაამახვილოს დარჩენილ საკვანძო რეკომენდაციებზე, რომლებიც დაკავშირებულია საარჩევნო კანონმდებლობასთან, საკონსტიტუციო რეფორმასთან, მედიაპლურალიზმსა და მედიის დამოუკიდებლობასთან, ასევე შრომით უფლებებთან.

„ინტენსიურად ხორციელდება ინიციატივები გაიზნული ხელისფულების დეცენტრალიზაციაზე, პოლიტიკური დაფინანსების რეფორმაზე, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე, მართლმსაჯულების სიტემის დამოუკიდებლობისა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფაზე, - განაცხადა დოლიძემ, - ეს რეფორმები ისევე, როგორც რეფორმები, მაგალითად, ეკონომიკის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში, მიმდინარეობს გამჭვირვალობის პრინციპის სრული დაცვითა და საქართველოს მოქალაქეებსა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე“.

რაც შეეხება რეგიონალურ უსაფრთხოებას, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეინიშნება იმედისმომცემი ნიშნები სეპარატისტულ ტერიტორიებთან [...] უფრო ეფექტიანი მუშაობის/ჩართულობის თვალსაზრისით,“ - აღნიშნულია ანგარიშში. აქვე არის მოწოდება შერიგებაზე გამიზნული „პრაგმატული და კონსტრუქცული“ ძალისხმევის გაძლიერებისაკენ.

გარდა ამისა, კომისიამ აღნიშნა, რომ საქართველო „რჩება ევროკავშირის სანდო ენერგოპარტნიორად განვითარებად სამხრეთ დერეფანში“, ცენტრალური აზიიდან ნავთობის მარაგის ტრანსპორტირების შესახებ ახალი ხელშეკრულებების პირობებში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46