ამერიკისა და ისრაელის თანამშრომლობა მუდმივია და ჩვენ ვამაყობთ ამით - ბარაკ ობამა

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 19:20

ამერიკის თანამშრომლობა ისრაელთან მუდმივია და ჩვენ ვამაყობთ ამით, - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ისრაელში ვიზიტისას განაცხადა. აშშ-ს პრეზიდენტის რანგში ეს მისი პირველი ვიზიტია არაბულ ქვეყნებში.

„აშშ მხარს უჭერს ისრაელს, რადგანაც ეს კავშირი იცავს ჩვენი უსაფრთხოების ფუნდამენტურ ინტერესესებს. ეს ორივე ქვეყანას გვხდის უფრო ძლიერს, უფრო წარმატებულს და ზოგადად მსოფლიოში უკეთესებს. დარწმუნებით ვაცხადებ, რომ ეს კავშირი სამუდამოა“, - თქვა ობამამ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დროს განიხილება სამი ძირითადი თემა: ირანის ბირთვული პროგრამა, სიირის მდგომარეობა და პალესტინა-ისრაელის დიალოგის განახლება.

ადგილობრივი ექსპერტები ბარაკ ობამას ვიზიტის ფარგლებში ორი ორი მთავარი საკითხის წამოწევას პროგნოზირებენ. პირველი -აშშ ეცდება დაარწმუნოს ისრაელის მთავრობა, რომ ისინი აღმოფხვრიან პრობლემას, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას ეხება, და მეორე ბარაკ ობამა ეცდება ისრაელი და პალესტინა დასვას მოლაპარაკების მაგიდასთან.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59