თუ პრეზიდენტი მთავრობას დაითხოვს პარლამენტის გარეშე, მის გუნდში ჩემს ადგილს ვერ დავინახავ - დავით ბაქრაძე

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 18:17

წარმოჩენა ისე, თითქოს ამ ცვლილებებზეა დამოკიდებული ქვეყნის ბედი და რამდენად შეძლებს ან ვერ შეძლებს ხელისუფლება ხალხის დახმარებას, იქნება თუ არა საქართველო მომავლის ქვეყანა,  რბილად რომ ვთქვათ, ეს არის გადაჭარბება, - ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას.

უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განმარტებით, ვერ ხედავს საშიშროებას, რომ პრეზიდენტმა მთავრობის დათხოვნის უფლება გამოიყენოს.

"მე არ მომერიდება ღიად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია ამ კონკრეტულ მომენტში. მიჩაჩნია, რომ თუ პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში ამ მექანიზმის გამოყენებით პრეზიდენტი მოახდენს მთავრობის დათხოვნას და ფორმირებას პარლამენტის გარეშე, მე მის პოლიტიკურ გუნდში ჩემს ადგილს ვერ დავინახავ. ამას ვამბობ ღიად და საჯაროდ, იმიტომ რომ გამოვრიცხავ, ასეთი მექანიზმი გამოყენებული იყოს",  - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42