დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის 7 პრობაციონერს გამოსაცდელი ვადა გაუხანგრძლივდებათ

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 19:12

პრობაციის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რეჟიმის დამრღვევი პრობაციონერების მიმართ გამოიყენება კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობის სხვადასხვა ფორმები.

უახლოეს მომავალში პრობაციის შესაბამისი ბიუროები სასამართლოებს მიმართავენ მოთხოვნით 7 პრობაციონერის მიმართ გამოსაცდელი ვადის გახანგრძლივების თაობაზე. კერძოდ, დავით ზ-ს, გიორგი ბ-ს, სერგო დ-ს და ემზარ თ.-ს მიერ გამოცხადების რეჟიმის არასაპატიო მიზეზით დარღვევის გამო, პრობაციის ბიუროები ითხოვენ გამოსაცდელი ვადის გახანგრძლივებას.

სასამართლოებში წარდგინებები შევა ასევე გრიგოლ რ-ს, მიხეილ ა-ს და რამაზ ბ-ს მიმართ, რომლებმაც გამოსაცდელი ვადის პერიოდში ადმინისტრაციული გადაცდომის გამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.

პრობაციის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს პირობით მსჯავრდებულებს, შეასრულონ რეჟიმით დადგენილი მოთხოვნები და ამით თავიდან აიცილონ მოსალოდნელი პასუხისმგებლობა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5