ჟურნალისტებისთვის ტრენინგი „Agile Spirit 2013“-ის ფარგლებში გაიმართა

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 19:06

ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება „Agile Spirit 2013“-ის ფარგლებში, დღეს მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური ტრენინგი ჩატარდა. ამერიკელმა სამხედროებმა ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს  საბრძოლო  ამოცანების განხორციელების გაშუქების პროცესში საჭირო უსაფრთხოების წესები გააცნეს. ინსტრუქტორებმა ჟურნალისტებს პრაქტიკული მაგალითებიც უჩვენეს და ავღანეთში ISAF-ის მისიაში მიღებული საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

„Agile Spirit 2013“ საქართველოში მესამედ ტარდება. წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც მასში მედიის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას და ავღანეთში ISAF-ის მისიის გასაშუქებლად სპეციალურ მომზადებას გადიან.

ერთთვიანი სწავლება სამ ეტაპად ტარდება. წვრთნების აქტიური ფაზა 18 მარტს დაიწყო და 29 მარტს დასრულდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42