სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე აშშ საელჩოს თანამშრომელზე ზეწოლას ახორციელებდა

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 18:54

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოს უკანონოდ გათავისუფლებული მანდატურების სააპელაციო საჩივრის განხილვა. გათავისუფლებულ მანდატურებს "უფლებადამცველთა გაერთიანება’’ იცავს.

როგორც "უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, პროცესზე სააპელაციო საქმეთა პალატის მოსამართლემ ლეილა მამულაშვილს მცდელობა ჰქონდა აშშ-ს საელჩოს სასამართლო მონიტორინგის ხელმძღვალს ანი მორგოშიას არ მოეხდინა სხდომის მიმდინარეობა კალმით ჩაეწერა, რასაც ნიკოლოზ მჟავანაძის პროტესტი მოჰყვა.

ასევე, მჟავანაძის განცხადებით, პროცესზე ლეილა მამულაშვილი სასამართლოს მანდატურს თამაზ სარალიძეს არ აძლევდა საშუალებას მკაფიოდ ჩამოეყალიბებინა თავისი პოზიცია სასამართლოს პოლიტიზირებასთან დაკავშირებით და მას რამდენჯერმე შეაწყვეტინა აზრის გამოთქმა, რაც ასევე გაპროტესტებული იქნა.

"უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით მოსამართლე Lლეილა მამულაშვილს უფლება არ ჰქონდა აშშ-ს საელჩოს თანამშრომლისთვის მოეთხოვა სასამართლოს სხდომის ჩაწერის აკრძალვა. მისი ქმედება ეწინააღმდეგება ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ კანონის 12-მუხლის მეოთხე ნაწილს. ამასთანავე, მისივე თქმით, ის არ აძლევდა საშუალებას დაცვის ქვეშ მყოფს პოზიცია მკაფიოდ ჩამოეყალიბებინა.

ნიკოლოზ მჟავანაძე არ გამორიცხავს, რომ შემდგომ სხდომაზე მოსამართლის აცილების საკითხი დააყენონ.

შემდეგი სხდომა სააპელაციო სასამართლოში 28 მარტს 13 საათზე განახლდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51