კენჭისყრის შემდეგ მზად ვარ, მტრები პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებად განვიხილო - კობა დავითაშვილი

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 18:15

კენჭისყრის შემდეგ, მზად ვარ, მტრები პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებად განვიხილო, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა. კობა დავითაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას 2004 წლის თებერვლის სხდომა გაიხსენა, როცა პრეზიდენტმა მთავრობის დათხოვნის უფლება მიიღო და განაცხადა, რომ ეს ცვლილება პარლამენტმა კონსტიტუციით დადგენილი პროცედურით მიიღო.

მისი თქმით, სწორედ, ამის შემდეგ წავიდა იგი ოპოზიციაში. დავითაშვილის განცხადებით, "მიხარია, იხილება საკითხი იმისთვის, რომ პარლამენტი გათავისუფლდეს იმ დამოკლეს მახვილისგან, რომელიც დაიკიდა არაკონსტიტუციურად, პროცედურების დარღვევით, 2004 წლის თებერვალში. მინდა, ყველა კოლეგა იყოს ამ პროცესის თანამონაწილე. შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რაც მოხდა და იმისა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა, ზოგმა გაჩუმებით, ზოგმა პირადაპირ, ზოგმა წაქეზებით, ზოგმა ხმის არ ამოღებით, სამჯერ მიიღეს მონაწილეობა ჩემი მკვლელობის მცდელობაში, მზად ვარ კენჭისყრის შემდეგ, ყველა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებად განვიხილო და არა მტრებად"

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46