გაგა მკურნალიძეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას ემსახურება - თეა თუთბერიძე

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 18:24

თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე სასჯელ-აღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის დღევანდელ განცხადებას ტყუილს უწოდებს.

მისი განცხადებით გაგა მკურნალიძის საკნის ფანჯრები უყურებს სხვა კორპუსებს, სადაც სხვა დამნაშვეები არიან განთავსებული.

„სოზარ სუბარის დღევანდელი განცხადება ადასტურებს, რომ რაც ბოლო დღეების განმავლობაში სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მიმდინარეობდა, ეს ციხის ადმინისტრაციის ორგანიზებით იყო. ტყუილია განცხადება, რომ გაგა მკურნალიძის საკნის ფანჯრები არ უყურებს სხვა კორპუსებს, სადაც სხდადასხვა სახის დამნაშავეები არიან განთავსებულები“, - განაცხადა თუთბერიძემ.

ასვე, თუთბერიძის განცხადებით, სასჯელაღსრულების მინისტრი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის და მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის მითითებებს ასრულებს.

„სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი არის წულუკიანის და კბილაშვილის მითითებების პირდაპირი შემსრულებელი. მთელი ეს პროცესები მიზნად ისახავს გაგა მკურნალიძეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას, რათა მან კვლავ მისცეს პროკურატურას მათთვის სასურველი ჩვენება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ“, - განაცხადა თუთბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა და ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა მედიასთან ერთად სასჯელაღსრულების N9 დაწესებულება ე.წ „მატროსოვი“ დაათვალიერეს, რის შემდეგაც გააკეთა სუბარმა განცხადებები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43