ბაჩო ახალაიას 10 დღეში მატროსოვის ციხეში დააბრუნებენ

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 17:58

სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და სახალხო დამცველმა უჩა ნანუაჩვილმა, მედიის წარმომადგენლებთან ერთად სასჯელაღსრულების #9 დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე დაათვალიერეს.

 სოზარ სუბარის განცხადებით. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაიას 10 დღეში მატროსოვის ციხეში დააბრუნებენ.

„ბაჩო ახალაია და სასჯელაღსრულების ყოფილი თანამშრომლები გლდანის ციხიდან მატროსოვის ციხეში მაქსიმუმ 10 დღეში დაბრუნდებიან“, - განაცხადა სუბარმა.

მინისტრის თქმით, ასევე, სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებიდან 400 მსჯავრდებულისა და 42 განსასჯელი პირის გადაყვანა მოხდა. აქედან, 42 განსასჯელი გლდანის ციხეში განათავსეს, ხოლო 400 მსჯავრდებული კი ორთაჭალაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43