მეცნიერებმა "გაახალგაზრდავების" სურნელს მიაგნეს

პარასკევი, 22 მარტი, 2013 - 01:49

ჩიკაგოს გემოსა და სურნელის შემსწავლელი ინსტიტუტის (Sense of Smell Institute, Chicago) მკვლევარებმა მანდილოსნებში ჩაატარეს გამოკითხვა - როგორი სურნელია მათთვის ყველაზე სასურველი? კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ მანდილოსნები ისეთ სურნელზე ოცნებობენ, რომელიც მათ უფრო ახალგაზრდას და სასურველს წარმოაჩენს მამაკაცების თვალში.

ამ გამოკითხვის შემდეგ მკვლევარებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ - უნდა ეპოვათ ასეთი სურნელი, თუ ის, რა თქმა უნდა, არსებობდა. 

ექსპერიმენტისათვის მათ შეარჩიეს როგორც ხილის, ასევე ყვავილოვანი და ბალახოვანი სურნელები: ბანანი, პიტნა, გრეიფრუტი, ვანილინი, ალოე... და რიგრიგობით აპკურეს თითოეული სურნელი ექსპერიმენტში მონაწილე შუა ხნის ქალბატონებს. მამაკაცებს კი მოსთხოვეს მათი ასაკი დაესახელებინათ.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ არც ერთმა შემოთავაზებულმა სურნელმა ისე არ იმოქმედა მამაკაცების წარმოსახვაზე, როგორც გრეიფრუტმა. ამ ეგზოტიკური ხილის სურმელმა საშუალება მისცა მის მფლობელს გამოიყურებოდეს მამაკაცების თვალში უფრო ახალგაზრდულად, თანაც, მთელი 6 წლით.

სხვა სურნელებმა ქალბატონების "გაახალგაზრდავება" ვერ შეძლეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39