ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველო 2014 წლის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგა

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 17:34

 ხორვატიაში, ქ. ზაგრებში გამართულ  ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველო წარსდგა, როგორც 2013 წლის კონფერენციის მონაწილის, ასევე 2014 წლის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით.

წელს საერთაშორისო ღვინის კონფერენციას, რომელიც ყოველწლიურად იმართება კომპანია Wine Pleasures ორგანიზებით, 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორიდან. მასში ასევე მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო ჟურნალისტები, ბლოგერები, ფოტოგრაფები და სხვა.

 კონფერენციაზე საქართველო წარსდგა 2014 წლის კონფერენციის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით. აღნიშნულთან დაკავშირებით, გაიმართა სპეციალური პრეზენტაცია, რომელიც ასახავდა საქართველოში ტურიზმის განვითარების ტენდენციებს, პოტენციალს და ღვინის ტურისტულ ინფრასტრუქტურას. საერთაშორისო მონაწილეების მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველო ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წინსვლას განიცდის ღვინის ტურიზმის კუთხით.

 გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია, რომელმაც დიდი ინტერესი დაიმსახურა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ღვინოები: საფერავი, რქაწითელი, ქისი, ქინძმარაული, კრახუნა, ციცკა, ხიხვი. კონფერენციის მონაწილე მედია წარმომადგენლების მიერ დეგუსტაციას წინასწარ საკმაოდ დიდი რეკლამა გაეწია ინტერნეტ სივრცეში, რამაც გამოიწვია მასზე ბევრი ისეთი ადამიანის დასწრება, რომლებიც არ იყვნენ კონფერენციის მონაწილეები და სპეციალურად ამ დღეს ჩამოვიდნენ ხორვატიაში ქართული ღვინის დასაგემოვნებლად.

 კონფერენციის მონაწილეებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით, პარალელურ რეჟიმში იმართებოდა სხვადასხვა თემატიკის პრეზენტაციები შემდეგი შინაარსის: ღვინის ტურისტული ადგილის განვითარება; ღვინის მარშრუტების შექმნა; ახალი ტურისტული პროდუქტის განვითარება ღვინოსთან კომბინაციაში; ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით მსოფლიოში არსებული ტექნოლოგიები; ღვინის ტურიზმში ადამიანური რესურსის განვითარება და სხვა.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამართა წინასწარ დაგეგმილი შეხვედრები საერთაშორისო ტურ-ოპერატორებთან.

 აღნიშნნულ კომპანიებს ადმინისტრაციის მხრიდან მიეწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია, როგორიცაა: ქვეყნის ტურისტული რესურსისა და პოტენციალის შესახებ ინფორმაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია, საქართველოში მოქმედი შემომყვანი ტურ-ოპერატორების სია და სხვა. ასევე, განხილულ იქნა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მათი სამომავლო თანამშომლობის შესაძლებლობები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42