მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვოტრი ერთმანეთს დაშორდნენ

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 17:28

მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვოტრი ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილი ერთად 3 წლის განმავლობაში იყო. ისინი აქამდეც რამდენჯერმე დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა მალევე რიგდებოდნენ.

წყვილი ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდნენ, მაგრამ ურთიერთობა ვერ ააწყვეს. მაილი და ასევე ლიამი ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და ერთად კარგად იყვნენ. ისინი ერთად ჩნდებოდნენ კამერების წინ წითელ ხალიჩაზე, ასევე პაპარაცები მათ შესანიშნავ დასვენებებს ხშირად აფიქსირებდნენ.

მაილი და ლიამი 10 თვის წინ დაინიშნენ და გრანდიოზული ქორწილის გადახდასაც აპირებდნენ. "ლიამი ძალიან ღიზიანდებოდა მაილის ქცევებზე. მას არ მოწონდა მაილის ცხოვრება, არ მოწონდა რომ მაილი კლუბების მოყვარული გოგონა იყო სწორედ ეს გახდა მათი დაშორების მიზეზი", - განაცხადა მაილის ახლო მეგობარმა.

ასევე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი დაშორების მიზეზი ლიამის ღალატი გახდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46