პარლამენტში საკონსტიტუცო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა დაიწყო

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013 - 16:20

საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუცო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა დაიწყო. კანონმდებლობაში უნდა ჩაიწეროს, რომ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე, მთავრობის მოვალეობას გადაყენებული მთავრობა გაგრძელებს.

ასევე უმრავლესობა ძალაში ტოვებს ნორმებს, რომელითაც პრეზიდენტს ახლადარჩეული მთავრობის დათხოვნა პირველი ექვსი თვით ეკრძალება.

დეპუტატები თავდაპირვლად ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატან ცვლილებების პროექტს განიხილავენ. განხილვის დაწყებამდე სააპრლამენტო უმცირესობა სარეიტინგო კენჭისყრის საკითხს დააყენებენ, რომლის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გაიმართება თუ არა სარეიტინგო კენჭისყრა.

ამ დრომდე არც უმცირესობა და არც უმრავლესობა საკუთარ პოზიციას არ იცვლიან. საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით, კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ სარეიტინგო კენჭისყრა გაიმართება, უმრავლესობა კი სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46